საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართულ-ნორვეგიული საზაფხულო სკოლა ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

ბერგენის უნივერსიტეტის (ნორვეგია) ანთროპოლოგიის ინსტიტუტი, თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გთავაზობთ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ საზაფხულო სკოლაში. ორკვირიანი კურსის განმავლობაში თსუ-სა და ბერგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ანთროპოლოგიური კვლევის ძირითად მეთოდებსდა შეიძინონ საველე კვლევის პრაქტიკული გამოცდილება.

                                                

საზაფხულო სკოლის შესახებ

საზაფხულო სკოლა გაიმართება წყალტუბოში და გაიხსნება ინტენსიური ლექცია-სემინარებით კვლევის მეთოდების შესახებ. სამუშაო ენა - ინგლისური.

თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეუდგნენ საველე კვლევით სამუშაოს საქართველოს სხვადასხვა მხარეში.

 

საველე პრაქტიკა

ქართველი და ნორვეგიელი სტუდენტები დაიყოფიან ჯგუფებად (ერთი ქართველი და ერთი ნორვეგიელი მონაწილე თითო ჯგუფში) და ჩაერთვებიან 4-5 დღიან საველე სამუშაოში. მონაწილეებს საშუალება ექნებათ კვლევა ჩაატარონ როგორც ურბანულ დასახლებებში, ისე სოფლად მრავალფეროვან თემატიკაზე. საველე სამუშაოს დაგეგმვის პროცესში სტუდენტები კონსულტაციას მიიღებენ დარგის სპეციალისტებისაგან. საველე პრაქტიკის დასრულების შემდეგ სტუდენტები დაბრუნდებიან ბორჯომში, წარმოადგენენ სამუშაოს შედეგებს და დაწერენ კვლევის ანგარიშს.

 

მიღება

საზაფხულო პროგრამა განკუთვნილია ეთნოლოგიის და ანთროპოლოგიის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტებისათვის. სააპლიკაციო ფორმას უნდა დაერთოს აკადემიური მოსწრების დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი) და სამოტივაციო წერილი (ყველა დოკუმენტი ინგლისურ ენაზე). აუცილებელია, მონაწილე კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას. აპლიკაციის შესავსებათ დააჭირეთ აქ.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა10 მარტი 2022

პრაქტიკული ინფორმაცია

საზაფხულო სკოლა შედგება ივლისის მეორე ნახევარში და მასში მონაწილეობის ყველა ხარჯი დაფარული იქნება პროექტის მიერ. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკმაყოფილდება მხოლოდ 14 კანდიდატი (7 საქართველოდან, 7 - ნორვეგიიდან). კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბერგენის უნივერსიტეტი გასცემს 5 ECTS-ს.

 

COVID-19

ჩვენი მოლოდინია, რომ წლევანდელი საზაფხულო სკოლა ჩატარდება ისეთივე პირობებში, როგორც პანდემიანდელ პერიოდში. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ მისი განხორციელების ფორმატზე შეიძლება გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ივლისში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ და შეკრებასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა. საზაფხულო სკოლის მსვლელობისას სრულიად და ზედმიწევნით იქნება გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:

ქეთევან ხუციშვილი - თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ketevan.khutsishvili@tsu.ge

გიორგი ჭეიშვილი - ბერგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი giorgi.cheishvili@uib.no

საზაფხულო სკოლა ხორციელდება პროექტ NorGePart-ის ფარგლებში DIKU-ს ფინანსური მხარდაჭერით.

თარიღი: 25/02/2022